Aa Aa
1 ოქტომბერი 2020  |  00:04

ნეიმარის და ალვარო გონსალესის საქმე - გამოძიების ოფიციალური შედეგი

საფრანგეთის ლიგა 1-ის გამოიძიებამ, ნეიმარისა და ალვარო გონსალესის ინციდენტთან დაკავშირებით ოფიციალური დასკვნა გამოაქვეყნა.

მათი გადაწყვეტილებით არცერთი ფეხბურთელი არანაირ სასჯელს არ მიიღებს. გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ რასისტული შეძახილები არცერთ ფეხბურთელს არ წარმოუთქვამს. აქედან გამომდინარე სპორტსმენები ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებენ მოღვაწეობას.

შეგახსენებთ, რომ საფრანგეთის ლიგა 1-ის მეორე ტურში ერთმანეთს "პარი სენ ჟერმენი" და "მარსელი" დაუპირისპირდნენ. მატჩი სტუმრებმა 0:1 მოიგეს, მაგრამ მთავარი ეს არ ყოფილა. შეხვედრის მიწურულს მინდორზე ხელჩართული ჩხუბი დაიწყო. მოვლენების ეპიცენტრში ნეიმარი და ალვარო გონსალესი ფიგურირებდნენ. 

არბიტრმა ორივე მათგანი გააძევა და სტადიონის დატოვების დროს ბრაზილიელმა ვარსკვლავმა მე-4 მსაჯს განუმარტა, რომ გონსალესმა მას რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა. კონკრეტულად კი მას "ბინძური მაიმუნი" დაუძახა.

ამის საპასუოდ "მარსელმა" საკუთარ ვებ-საიტზე გამოაქვეყნა განცხადება, რომელშიც ნათქვამია, რომ მათ აქვთ უტყუარი მტკიცებულებები იმისა, რომ თავად ნეიმარმა მიყანეა მათ ფეხბურთელს რასისტული შეურაცხყოფა, მაგრამ რეალური ფაქტები არავის უნახავს.

საბოლოოდ ასეც მოხდა, მტკიცებულებების წარმოუდგენლობის გამო, ორივე ფეხბურთელი გამართლდა და არანაირი სასჯელი არ დაეკისრათ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში