ბოსტონმა მაიამი დაამარცხა და ფინალურ სერიაში ანგარიში შეამცირა
გამთენიისას NBA-ში აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალური სერიის მე-5 შეხვედრა გაიმართა. „ბოსტონმა“ „მაიამის“ 121:108 სძლია და ანგარიში 2:3 გახადა.
შეხვედრაში გადამწყვეტი მესამე მეოთეხედი გამოდგა, რომელიც „სელტიკსმა“ 41:25 მოიგო.
„ბოსტონელთა“ შორის საუკეთესო ჯეისონ ტეიტუმი იყო - 31 ქულა, 10 მოხსნა და 6 გადაცემა. 28 ქულა ჰქონდა ჯეიდენ ბრაუნს. ორმაგი დუბლი ჰქონდა დენიელ ტეისს - 15 ქულა და 13 მოხსნა.
„მაიამის“ 23 ქულით გორან დრაგიჩმა ულიდერა. ჯიმი ბატლერს 17 ქულა, 8 მოხსნა და 8 გადაცემა ჰქონდა.
სერიის მე-6 დაპირისპირება 28 სექტემბერს, თბილისის დროით 03:30 საათზე შედგება.
შეგახსენებთ, რომ დასავლეთ კონფერენციის ფინალში „ლეიკერსი“ „დენვერს“ 3:1-ს ამარცხებს.