Aa
Aa

მიულერის 26-ე - ბაიერნის ვიცე-კაპიტანი შვაინშტაიგერის რეკორდს გაუთანაბრდა

ტომას მიულერმა მიუნხენის „ბაიერნთან“ ერთად მორიგი ტიტული მოიგო და ამით გერმანელ ფეხბურთელებს შორის რეკორდის თანაავტორი გახდა.

გამოცდილი შემტევი ბავარიელთა ძირითად გუნდში 2008 წლიდან თამაშობს, რის შემდეგაც მასთან ერთად 26-ე ტიტული მოიპოვა და ბასტიან შვაინშტაიგერის რეკორდს გაუთანაბრდა. გერმანელ ფეხბურთელებს შორის საკლუბო დონეზე ყველაზე მეტი ტიტული სწორედ ამ დუეტს აქვს მოგებული.

როგორც ვიცით, „ბასტის“ კარიერა უკვე დასრულებული აქვს, მიულერი კი 31 წლისაა და მისი გადასწრება მიმდინარე სეზონშივე შეუძლია. მიულერის ტიტულატურაში ბუნდესლიგის, გერმანიის თასისა და სუპერ თასის, ჩემპიონთა ლიგის, უეფა-ს სუპერ თასისა და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის უმაღლესი ჯილდოებია.

გარდა ამისა, „ბაიერნის“ მაისურით 537 შეხვედრა აქვს ჩატარებული, რაც კლუბის ისტორიაში მე-7 შედეგია. რეკორდსმენი ზეპ მაიერია, რომელმაც ბავარიელთა ღირსება 700 მატჩში დაიცვა, ასე რომ, მიულერს ამ რეკორდის გაუმჯობესებაც შეუძლია. აქვე დავამატოთ, რომ ტომასს „ბაიერნის“ რიგებში 200 გოლი აქვს გატანილი.

გუშინ, მიულერი „რეკორდმაისტერს“ უეფა-ს სუპერ თასის მატჩში „სევილიას“ დამარცხებაში 120 წუთის განმავლობაში ეხმარებოდა. მისმა გუნდმა 2:1 გაიმარჯვა, თავად ტომასმა კი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელის წოდება მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები