დაკარგული მილიონები -
Aa
Aa

დაკარგული მილიონები - "მანჩესტერ იუნაიტედის" წლიური ზარალი

კორონავირუსის გამო რომ თითქმის ყველა კლუბმა ფინანსური ზარალი განიცადა ეს ახალი არ არის. სპორტული გამოცემა ESPN გვამცნობს, რომ "მანჩესტერ იუნაიტედმა" პანდემიის შემდეგ დაახლოებით 75 მილიონი ევრო იზარალა და ეს ციფქრი დიდი ალბათობით 100-მდე გაიზრდება.

ცნობილია, რომ "უეფას" ახალი რეგულაციებით კოვიდ ინფექციის გამო სტადიონზე მაყურებლებს თამაშის ხილვა აღარ შეუძლიათ. "წითელი ეშმაკები" თითოეულ საშინაო მატჩზე, გაყიდული ბილეთებიდან, დაახლოებით 4-5 მილიონ ევროს გამოიმუშავებენ. პრემიერ ლიგის ეგიდით ჩატარებული მატჩების მიხედვით "იუნაიტედმა" დაახლოებით 48 მილიონი იზარალა. 

რაც შეეხება "ევროპის ლიგის" მატჩებს, "კოპენჰაგენთან" და "სევილიასთან", ამ თამაშებზე ბილეთების ფასი გაცილებით მეტი იქნებოდა და კლუბმა მიახლოებით 27 მილიონი დაკარგა. მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრის დროს კი ხელმძღვანელობამ "აიაქსიდან" 40 მილიონი ევროს სანაცვლოდ დონი ვან დე ბეეკი შეიძინა, რამაც კლუბის ბიუჯეტი საგრძნობლად შეამცირა.

ინფორმაციაზე დაყრდნობით ვიგებთ, რომ წლის ბოლომდე გუნდი უფრო დიდ ზარალში წავა, რადგან სტადიონზე გულშემატკივრების დაშვება დღის წესრიგში კვლავ არ დგას. საბოლოო დანაკარგს გუნდის მესვეურები 2020 წლის დეკემბრის მიწურულს გამოაქვეყნებენ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები