პიანიჩი:
Aa
Aa

პიანიჩი: "რონალდუმ მითხრა, რომ ბარსელონაში ბედნიერი ვიქნებოდი"

„ბარსელონას“ ახალწვეულმა მირალემ პიანიჩმა Mundo Deportivo-სთან საუბრისას გულშემატკივრებს თავისი პირველი შეხედულებები გაუზიარა.

„როცა „იუვენტუსი“ დავტოვე რონალდუ იმედგაცრუებული იყო. კრიშტიანუმ მითხრა, რომ „ბარსელონას“ მსგავს შესანიშნავ კლუბში ბედნიერი ვიქნებოდი.

აქ ყოფნით ბედნიერი ვარ. სავარჯიშო სესიები ძალიან ინტენსიური და ორგანიზებულია, მთელი გუნდი კონცენტრირებულია. ყველას სურვილია აჩვენოს, რომ „ბაიერნთან“ 2:8 მარცხი ერთი დიდი „უბედური შემთხვევა“ იყო.

მესი ალბათ ყველა დროის საუკეთესო მოთამაშეა. ეს უკვე ცხადია. ვარჯიშებზე უკვე მისი ხილვის შესაძლებლობა მაქვს.

პუჩი, ფატი, ტრინკაუ და პედრი ძალიან ნიჭიერები არიან, თუმცა მათ გამოცდილება აკლიათ, მაგრამ ეს ნორმალურია. ვფიქრობ, ახალგაზრდობისა და გამოცდილების შერწყმა გუნდს წაადგება“.

30 წლის ბოსნიელ შუახაზელს რონალდ კუმანი ნახევარდაცვის ცენტრში ფრენკი დე იონგთან ერთად მოიაზრებს.

„ბარსა“ თავის პირველ ოფიციალურ მატჩს 27 სექტემბერს „კამპ ნოუზე“ „ვილიარეალის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები