ჟორჟე ჟეზუსი
Aa
Aa

ჟეზუსმა ალ-ნასრი ჩაიბარა

ჟორჟე ჟეზუსი „ალ-ნასრის“ მთავარ მწვრთნელად დაინიშნა. ინფორმაციას თავად კლუბი ავრცელებს.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა ამ პოსტზე სტეფანო პიოლი შეცვალა, რომელიც გუნდიდან ცოტა ხნის წინ დაითხოვეს.

შეგახსენებთ, რომ ჟეზუსი 2018-2019 და 2023-2025 წლებში „ალ-ნასრის“ ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ, „ალ-ჰილალში“ მუშაობდა, სხვადასხვა დროს კი „ფენერბაჰჩეს“, „ბენფიკას„, სპორტინგს“, „ფლამენგოს“, „ბრაგას“ და სხვა პორტუგალიურ გუნდებს წვრთნიდა.

აქვე გეტყვით, რომ ივნისის ბოლოს „ალ-ნასრთან“ ახალი კონტრაქტი კრიშტიანუ რონალდუმ გააფორმა. პორტუგალიელი ფორვარდი საუდის არაბეთში 2027 წლამდე დარჩება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეტის მოლოდინი გვქონდა“ - ფრანგული მედია ხვიჩას აფასებს
„მეტის მოლოდინი გვქონდა“ - ფრანგული მედია ხვიჩას აფასებს