ალ-ჰილალიდან ალ-ნასრში | რონალდუს გუნდს ჟორჟე ჟეზუსი გაწვრთნის
ჟორჟე ჟეზუსი „ალ-ნასრის“ მწვრთნელობას დათანხმდა. ინფორმაციას ამის შესახებ ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი და ჟურნალისტი სანტიაგო აუნა ავრცელებს.
მისი ინფორმაციით, ჟეზუსის დანიშვნის შესახებ ოფიციალურად „ალ-ნასრი“ უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.
აუნას ცნობით, რამდენიმე დღის წინ ჟეზუსმა და კრიშტიანუ რონალდუმ ტელეფონით ისაუბრეს, პორტუგალიელი ფორვარდი გამოცდილი თანამემამულის მთავარ მწვრთნელად შესაძლო დანიშვნას დადებითად გამოეხმაურა.
შეგახსენებთ, რომ ჟეზუსი 2018-2019 და 2023-2025 წლებში „ალ-ნასრის“ ერთ-ერთ მთავარ კონკურენტ, „ალ-ჰილალში“ მუშაობდა, სხვადასხვა დროს კი „ფენერბაჰჩეს“, „ბენფიკას„, სპორტინგს“, „ფლამენგოს“, „ბრაგას“ და სხვა პორტუგალიურ გუნდებს წვრთნიდა.
აქვე გეტყვით, რომ რამდენიმე დღის წინ „ალ-ნასრთან“ ახალი კონტრაქტი კრიშტიანუ რონალდუმ გააფორმა. პორტუგალიელი ფორვარდი საუდის არაბეთში 2027 წლამდე დარჩება.
???? Jorge Jesus has agreed to become new Al Nassr head coach ????????????????
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) June 28, 2025
Former Al Hilal manager will be unveiled soon as deal has been agreed for Jesus to become Al Nassr coach, as per @Santi_J_FM.
Cristiano Ronaldo also approved him as coach. ✅???????? pic.twitter.com/Z29WWusIk0