ლივერპული, ლუის დიასი, ალ ნასრი
Aa
Aa

100 მილიონი ევრო - ალ ნასრი ლუის დიასს უმიზნებს

როგორც მოგეხსენებათ, კრიშტიანუ რონალდუმ ალ ნასრისთან კონტრაქტი გაახანგრძლივა. იქამდე, სანამ ეს მოხდებოდა, პორტუგალიელმა სუპერვარსკვლავმა თავის გუნდს ულტიმატუმი წაუყენა. მას სურს, რომ კლუბი კარგი ფეხბურთელებით გაძლიერდეს.

გაძლიერების ერთ-ერთ კანდიდატად ლუის დიასი განიხილებოდა. დღეს არაბული მედია ამ საკითხთან დაკავშირებით ახალ ინფორმაციას ავრცელებს.

ვიგებთ, რომ ალ ნასრი მზად არის კოლუმბიელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს. თავდაპირველად ლივერპულს მისი გაყიდვა არ სურდა, თუმცა ინგლისელი ჟურნალისტი ბენ ჯეიკობსი იუწყება, რომ აღნიშნულმა თანხამ მერსისაიდული გრანდის ხელმძღვანელობა დააფიქრა.

ჯერჯერობით, არაბულ კლუბს ქმედითი ნაბიჯი არ გადაუდგამს, თუმცა ტრანსფერი საკმაოდ რეალურია.

გადამწყვეტი ფაქტორი თავად ფეხბურთელის სურვილი იქნება. ჯერჯერობით უცნობია რას ფიქრობს ლივერპულის მთავარი მწვრთნელი არნე სლოტი.

შეგახსენებთ, რომ ლუის დიასი ლივერპულს 2022 წელს შეუერთდა. 2022 წლიდან დღემდე, დიასმა მერსისაიდული კლუბის მაისური ყველა ტურნირზე ერთად 148-ჯერ მოირგო, 41 გოლი გაიტანა და 23 საგოლე გადაცემა შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ანჩელოტი: “ნეიმარს ჩემი ხედვები უკეთ ესმის“
ანჩელოტი: “ნეიმარს ჩემი ხედვები უკეთ ესმის“