მონაკო, პოლ პოგბა, ანსუ ფატი
Aa
Aa

ფეხბურთს დაუბრუნდა - პოგბა მონაკოს ფეხბურთელია

პოლ პოგბასთვის კოშმარული პერიოდი დასრულდა — ფრანგი სუპერვარსკვლავი ფეხბურთს უბრუნდება! 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონი კარიერას მონაკოში გააგრძელებს.

გავლენიანმა სატრანსფერო ექსპერტმა, ფაბრიციო რომანომ ცოტა ხნის წინ გვამცნო, რომ პოგბამ სამედიცინო შემოწმება წარმატებით გაიარა და მონაკოსთან 2-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ოფიციალური განცხადება უახლოეს პერიოდში გავრცელდება.

ცნობისთვის, მონაკოში პოლ პოგბასთან ერთად ანსუ ფატიც ითამაშებს. ბარსელონასთან მოლაპარაკება დასრულებულია.

შეგახსენებთ, რომ 2023 წლის სეზონში პოგბას დოპინგ-ტესტზე დადებითი პასუხი აღმოაჩნდა, რაც განმეორებითმა ტესტმაც დაადასტურა.

თავდაპირველად სპორტულმა საარბიტრაჟო სასამართლომ ის 4-წლიანი დისკვალიფიკაციით დასაჯა, თუმცა გასაჩივრების შედეგად სასჯელი 18 თვემდე შემცირდა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მორასთან სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია | პსჟ პორტუს მიმართავს
მორასთან სიტყვიერი შეთანხმება მიღწეულია | პსჟ პორტუს მიმართავს