გიორგი ქოჩორაშვილი
Aa
Aa

სრული დატვირთვით ივარჯიშა | ქოჩორაშვილი სელტიკთან ითამაშებს

პორტუგალიური პრესის ინფორმაციით, გიორგი ქოჩორაშვილმა ტრავმა მოიშუშა და სრული დატვირთვით ივარჯიშა. ქართველი ფეხბურთელი „სპორტინგს“ შეუერთდა და Record-ის ცნობით, „ლომების“ მაისურით ამხანაგურ შეხვედრაშიც იასპარეზებს.

„სპორტინგი“ მოსამზადებელ ეტაპს ალგარვეში გადის და პირველი ვარჯიში გუშინ გამართა. Record-ის ცნობით, ქოჩორაშვილმა ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ივარჯიშა და მოსალოდნელია, რომ „სელტიკთან“, რომელსაც „სპორტინგი“ 16 ივლისს დაუპირისპირდება, სათამაშო დრო მიეცემა.

გიორგიმ ტრავმა პორტუგალიაში გადასვლამდე „ლევანტეს“ რიგებში მიიღო. ვალენსიურ კლუბთან ერთად, „ქოჩომ“ ლა ლიგა 2 მოიგო და „ლევანტეს“ უმაღლეს დივიზიონში დაბრუნებაში დაეხმარა.

ცნობისთვის, „სპორტინგმა“ ქოჩორაშვილი 5,5 მილიონ ევროდ შეიძინა (პლუს 2 მილიონი ბონუსების სახით). გიორგიმ ლისაბონურ კლუბთან კონტრაქტი 2030 წლის ივნისის ბოლომდე გააფორმა და მისი გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი ევროა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მეტის მოლოდინი გვქონდა“ - ფრანგული მედია ხვიჩას აფასებს
„მეტის მოლოდინი გვქონდა“ - ფრანგული მედია ხვიჩას აფასებს