შესაძლოა, აბურჯანიამ კატარში ითამაშოს | ვაჰიდ ჰაშემიანი ირანში იწვევს
კატარული კლუბის, „ალ ვაკრას'' მთავარ მწვრთნელს, ესპანელ ვისენტე მორენოს გიორგი აბურჯანიას დამატება სურს. რუდი გალეტის ინფორმაციით, კლუბმა ვილიამ კარვალიუს ვარიანტს ორ-სამდღიანი ვადა მისცა. თუ „ბეტისის'' პორტუგალიელი საყრდენის ტრანსფერი არ გამოვა, აბურჯანიას ვარიანტზე გადაერთვებიან.
კრისტალსპორტის ინფორმაციით, აბურჯანიას ვისენტე მორენოსთან მუშაობის დიდი სურვილი აქვს. კარიერის ერთ-ერთი საუკეთესო ეტაპი სწორედ მასთან გაატარა, 2016 წელს „ხიმნასტიკში'' 16 მატჩში 2 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა, რის შემდეგაც „სევილიამ’’ შეიძინა. ამჟამად, აბურჯანია მოლოდინის რეჟიმშია, რა მოხდება ვილიამ კარვალიუსთან დაკავშირებით.
კრისტალსპორტის ინფორმაციით, აბურჯანიას ოფიციალური წინადადებით ირანულმა „პერსეპოლისმა'' მიმართა (მთავარი მწვრთნელი ვაჰიდ ჰაშემიანია), მაგრამ ფეხბურთელი გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობს. ასევე, 30 წლის ნახევარმცველის მიმართ ინტერესი პოლონურმა „იაგიელონიამ'' და თურქულმა „ქარაგიუმრუქმა'' გამოხატეს, თუმცა ოფიციალური წინადადებით ჯერ არ მიუმართავთ.
Giorgi Aburjania is waiting to see what happens with William Carvalho, as reported by @RudyGaletti.
— Dima Shariqadze (@shariqadzedima) July 14, 2025
Per my source, Persepolis have submitted an official offer for Abu, player is in no rush to make decision. @Jagiellonia1920 /@karagumruk_sk have shown interest, no offers yet. pic.twitter.com/UCTWpsQc7U
გასული სეზონი აბურჯანიამ პორტუგალიურ ავს-ში გაატარა, ტრავმების გამო მხოლოდ 9 მატჩში ითამაშა. ახლა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა, ტრავმები სრულად მოირჩინა, მალე მის კარიერაში ახალი ეტაპი დაიწყება.