კლუბებს შორის შეთანხმება შედგა | გიოკერეში არსენალში გადასვლასთან ძალიან ახლოსაა
ლონდონის „არსენალსა'' და ლისაბონის „სპორტინგს'' შორის ვიქტორ გოკერეშის ტრანსფერის თაობაზე შეთანხმება შედგა. ჩრდილოლონდონური კლუბი 63,5 მილიონ ევროს გადაიხდის, რასაც 10-მილიონიანი ბონუსები ემატება.
ფაბრიციო რომანოს ცნობით, ვიქტორ გიოკერეშის აგენტები ლონდონში იმყოფებიან, რომ „არსენალთან'' საბოლოო შეთანხმებას მიაღწიონ. თითქმის ყველაფერი გარკვეულია, მხოლოდ აგენტების საკომისიო თანხა რჩება შესათანხმებელი.
ფეხბურთელსა და „სპორტინგს“ შორის მიღწეული შეთანხმებით კლუბი 60 მილიონიან ტრანსფერს უნდა დათანხმებოდა, თუმცა შემდეგ პორტუგალიური კლუბის პრეზიდენტმა ფრედერიკო ვარანდასმა შეთანხმება დაარღვია და თანხა 10 მილიონით გაზარდა. საბოლოოდ, გიოკერეშსა და ვარანდასს შორის დაძაბულობა აღმოიფხვრა, მხარეები 63,5 მილიონ ევროზე შეთანხმდნენ, რასაც, როგორც გითხარით, ბონუსები დაემატება, რომელიც 10 მილიონ ევროს შეადგენს.
გიოკერეშმა „არსენალის'' გარდა ყველა წინადადება დაბლოკა, მას „იუვენტუსი'' და „მანჩესტერ იუნაიტედი'' იწვევდნენ, მაგრამ მისთვის პრიორიტეტი მიკელ არტეტას გუნდში გადასვლა იყო.