ოფიციალურად - ლუკა მოდრიჩი მილანის ფეხბურთელია
ლუკა მოდრიჩი „მილანს“ ოფიციალურად შეუერთდა.
კლუბის ინფორმაციით, 39 ხორვატი ფეხბურთელი იტალიაში უკვე ჩავიდა და მისი ვიდეოც გაავრცელა.
„ძალიან მიხარია აქ ყოფნა და ჩემი კარიერის ახალი ეტაპის დაწყება“, - თქვა ლუკამ ვიდეომიმართვაში.
View this post on Instagram
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „როსონერი“ მოდრიჩთან 1-წლიან კონტრაქტს გააფორმებს, გაგრძელების ოფციით.
შეგახსენებთ, რომ ლუკა „მილანში“ გადასვლამდე „რეალის“ ღირსებას იცავდა და „ბლანკოსის“ მაისურით, 590-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.