ჯაკა: არგენტინელთა თამაშს მალე გავაანალიზებთ, რაც შეიძლება შორს გვინდა წასვლა
შვეიცარიის ნაკრების კაპიტანმა გრანიტ ჯაკამ განაცხადა, რომ მისი გუნდი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე რაც შეიძლება შორს გასვლას აპირებს.
„როცა მიზანთან ასე ახლოს ხარ, წარმატების წყურვილი კიდევ უფრო ძლიერდება. ახლა ერთგვარ პოზიტიურ წნეხს განვიცდით და წინსვლა გვსურს.
ჩვენთვის უდიდესი პრივილეგიაა მესისა და რონალდუს ეპოქაში თამაში.
არგენტინის ნაკრების თამაშის დეტალურად გარჩევა ჯერ არ მოგვისწრია, მაგრამ ხვალიდან ძალიან საფუძვლიან ანალიზს შევუდგებით.
ჩვენი მიზანია, რომ ტურნირზე რაც შეიძლება შორს წავიდეთ”.
- განაცხადა ჯაკამ Nau.ch-სთან საუბარში.
შვეიცარიელები ტურნირის 1/4-ფინალში არგენტინას 12 ივლისს, ჩვენი დროით 05:00-ზე დაუპირისპირდებიან.