კილიან მბაპე, უსმან დემბელე, საფრანგეთის საფეხბურთო ნაკრები
Aa
Aa

მბაპეს და დემბელეს გოლებით - საფრანგეთმა მაროკო დაამარცხა და 1/2-ფინალშია

მსოფლიო ჩემპიონატის პირველი 1/4-ფინალური მატჩი საფრანგეთსა და მაროკოს შორის შედგა, რომელიც „მამლების“ გამარჯვებით 2:0 დასრულდა.

ფანგებმა უპირატესობა თავიდანვე მოიპოვეს და მეტოქე მომენტების შექმნის საშუალებას არ აძლევდნენ, თავად კი მარტივად ქმნიდნენ. 28-ე წუთზე დეშამის გუნდს დაწინაურებაც შეეძლო, თუმცა კილიან მბაპემ პენალტის გატანა ვერ შეძლო. ბონომ მისი დარტყმული მოიგერია.

მეორე ნახევარში მაროკომ თითქოს აქტიურად დაწყება სცადა, თუმცა ფრანგებმა მალევე უპირატესობა დაიბრუნეს და მე-60 წუთზე დეზირე დუეს პასის შემდეგ, მბაპემ ანგარიში გახსნა. ამჯერად, ბონო კილიანის დიდებული დარტყმის შედეგად უძლური იყო. ფრანგთა ათიანისთვის ეს მიმდინარე ტურნირზე მე-8 გოლი იყო, ისტორიაში კი მე-20.

შეხვედრას წერტილი უსმან დემბელემ დაუსვა, რომელმაც მბაპეს პასის შემდეგ გაიტანა და თავისი გუნდის სტატისტიკური უპირატესობა ტაბლოზეც ასახა.

ამრიგად, საფრანგეთი ზედიზედ მესამედ მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია. მსგავსი შედეგი ისტორიაში მხოლოდ გერმანიასა და ბრაზილიას აქვთ.

„მამლების“ მეტოქის ვინაობა უკვე დღეს ღამით გაირკვევა. ესპანეთი ბელგიას დაუპირისპირდება. შეხვედრა 23:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები