ოფიციალურად - ალვარო კარერასი რეალის ფეხბურთელია
მადრიდის „რეალმა“ ალვარო კარერასი დაიმატა. ინფორმაციას თავად კლუბი ავრცელებს.
22 წლის მარცხენა მცველთან 6-წლიანი კონტრაქტი გაფორმდა. მას ოფიციალურად ხვალ წარადგენენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ესპანელი ფეხბურთელის ტრანსფერი სამეფო გუნდს 50 მილიონი ევრო დაუჯდა.
მანამდე ალვარო „ბენფიკას“ ღირსებას იცავდა. გასულ სეზონში მან 52 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 5 ასისტი მიითვალა.
გეტყვით ასევე, რომ კარერასი „რეალის“ აღზრდილია. ის 2017-დან 2020 წლამდე საბავშვო გუნდში თამაშობდა, რის შემდეგაც „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადავიდა.