იბერია 1999
Aa
Aa

„მოგებული გვაქვს, მაგრამ მაინც შევუტევთ“ - მალმიოს მწვრთნელი იბერიაზე

უეფას ჩემპიონთა ლიგის I საკვალიფიკაციო ეტაპის I რაუნდში „მალმიომ“ თბილისში სერიოზული უპირატესობა მოიპოვა - შვედებმა „იბერია“ 3:1 დაამარცხეს და მომდევნო ეტაპზე გასვლის ფავორიტები არიან. მიუხედავად იმისა, რომ მის შეგირდებს ორბურთიანი უპირატესობა აქვთ, მთავარი მწვრთნელი ჰენრიკ რიდსტრიომი ყველაფერს დასრულებულად არ მიიჩნევს და ფეხბურთელებს მაქსიმალური მობილიზებისკენ მოუწოდებს.

რა თქვა მალმიოს მწვრთნელმა

თბილისურ შეხვედრაში რაც დავგეგმეთ, ყველაფერი იდეალურად შევასრულეთ და ხელშესახებ შედეგს მივაღწიეთ. თუმცა, როგორც მე, ასევე ჩემს შეგირდებს კარგად გვაქვს გაცნობიერებული, რომ მომდევნო ეტაპზე გამსვლელი გუნდის ვინაობა ჯერჯერობით არ გარკვეულა და ყურადღების მოდუნება წამითაც არ შეიძლება.

3:1 გვაქვს მოგებული და თუ მოვინდომებთ, თავისუფლად შეგვიძლია დაცვაში ჩაჯდომით მეტოქეს შესატევი სივრცეები შევუზღუდოთ, მაგრამ ამას არ გავაკეთებთ, რადგან საკუთარი გულშემატკივრის თვალწინ ვთამაშობთ და მათ გასახარებლად „იბერიას“ პირველივე წუთებიდან შევუტევთ.

როგორი შთაბეჭდილება დატოვა მეტოქემ? ბურთს კარგად აკონტროლებდნენ, თუმცა ძირითადად მოედნის იმ მონაკვეთში, სადაც ჩვენ რიცხობრივ უპირატესობას ვქმნიდით. „იბერიას“ როგორც შეტევაში, ასევე კონტრშეტევაზე შეუძლია კარგად თამაში და სიფრთხილე გვმართებს.

ცნობისათვის, ავტორიტეტული სამენეჯერო კომპანია Transfermarkt-ის ბოლო მონაცემებით „იბერიას“ ფეხბურთელთა საერთო სატრანსფერო ღირებულება 4,9 მილიონ ევროს, ხოლო „მალმიოს“ კოთამაშეების 39,2 მილიონს შეადგენს. რაც შეეხება უეფას საკლუბო რეიტინგს, საქართველოს ჩემპიონი 307-ე, ხოლო შვედეთის საუკეთესო გუნდი 118-ე პოზიციაზეა. „მალმიო“ – „იბერიას“ მატჩი ხვალ, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
“დღეს ჩვენი დღე არ იყო“ - კორღალიძის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია
“დღეს ჩვენი დღე არ იყო“ - კორღალიძის მატჩისშემდგომი პრესკონფერენცია