სუარესმა ბარსა კუმანის დაჟინებული მოთხოვნით დატოვა? თუ...
Aa
Aa

სუარესმა ბარსა კუმანის დაჟინებული მოთხოვნით დატოვა? თუ...

მას შემდეგ, რაც ლუის სუარესის „ატლეტიკოში“ ტრანსფერი გაოფიციალურდა, ესპანურმა Mundo Deportivo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ ურუგვაელის წასვლა რონალდ კუმანის მოთხოვნა იყო.

როგორც ცნობილია, „ელ პისტოლეროს“ გუნდში დარჩენა სურდა და თანახმა იყო თადარიგშიც დარჩენილიყო.

„მინდა, რომ გუნდში დავრჩე და ბარსელონასთვის კვლავ მაქსიმუმი გავიღო. პრობლემა არ მექნება, თუ მწვრთნელი ჩემ სათადარიგოთა სკამზე დასმას გადაწყვეტს. მზად ვარ მატჩი თადარიგიდან დავიწყო“.

სუარესი მზად იყო სათადარიგო ფორვარდის როლი მოერგო და ახალი მწვრთნელისთვის თავისი შესაძლებლობები დაემტკიცბინა.

„იუვენტუსში“ ჩაშლილი ტრანსფერის შემდეგ, სუარესს მხოლოდ „ატლეტიკოს“ ვარიანტი ჰქონდა დარჩენილი. ბართომეუ და ენრიკე სერესო შეთანხმებას ვერ აღწევდნენ და ისე ჩანდა, რომ ურუგვაელს „კამპ ნოუზე“ დარჩენა მოუწევდა, მაგრამ როგორც Mundo Deportivo წერს, კუმანმა მისი გაშვება კატეგორიულად მოითხოვა.

რონალდ კუმანმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუ სუარესს გუნდში დარჩენა მოუწევდა, იგი მას დაეყრდნობოდა და სათამაშო დროს მისცემდა. ნიდერლანდელი სპეციალისტი ურუგვაელს სწორედ ამ მიზეზით არ ათამაშებდა - ის ელოდა, თუ როდის გაირკვეოდა ფეხბურთელის ბედი სრულად.

ამჯერად კი Mundo Deportivo სრულიად საპირისპირო ინფორმაციას ავრცელებს და წერს, რომ კუმანმა სუარესის ტრანსფერი ხელოვნურად დააჩქარა და ფაქტობრივად ის გუნდიდან მოისრლოა.

ზოგადად, ესპანური გამოცემები დიდი ნდობით არ სარგებლობენ და კონკრეტული კლუბების მხარეს წარმოადგენენ. მაგალითად, Marca და AS-ი მადრიდის „რეალის“ მოყვარე გამოცემები არიან, ანალოგიურად Mundo Deportivo და Sport-ი „ბარსელონას“ „ჯიბის გამოცემებად“ ითვლებიან.

ამჯერადაც ორი განსხვავებული ვერსია გვაქვს. წყარო წერს, რომ სუარესი კუმანმა მოისროლა და სეზონის მსვლელობისას, შესაძლო წარუმატებლობის შემთხვევაში მას „ელ პისტოლეროს“ გაგდებას შეახსენებენ.

კუმანს სუარესის მოშორების მხოლოდ ერთი მიზეზი ჰქონდა - თუ, „ბარსა“ მის მოთხოვნას შეასრულებდა და მემფის დეპაის გაიფორმებდა.

რომელი ინფორმაცია გამოდგება სწორი და რა მოხდება, ამას უახლოეს 10 დღეში გავიგებთ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები