ბარძალი "იუვეს" 2 თვით გამოაკლდა
ტურინის "იუვენტუსის" ოფიციალური საიტის ცნობით, კლუბის ერთ-ერთი წამყვანი ცენტრალური მცველი, ანდრეა ბარძალია მოედანს 2 თვით დაემშვიდობა.
"ანდრეა ბარძალიმ სამედიცინო შემოწმება გაიარა, რომელმაც აჩვენა, რომ მას მარცხენა მხრის სერიოზული დაზიანება აქვს და 4 კვირის მანძილზე სპეციალური სამაგრის ტარება მოუწევს. ხოლო ექიმების პროგნოზით, მოედანზე 2 თვეზე ადრე ვერ დაბრუნდება". - ვკითხულობთ კლუბის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
35 წლის მცველმა ტრავმა სერია ა-ს გასულ ტურში "კიევოსთან" მატჩისას მიიღო.
მომზადებულია football-italia.net-ის მიხედვით