ინგლისის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება...
Aa
Aa

ინგლისის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება...

"The Telegraph"-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, გარეტ საუთგეიტი, რომელიც ამჟამად ინგლისის ნაკრების დროებითი მწვრთნელის ფუნქციას ასრულებს, მომავალ კვირას გუნდს ოფიციალურად ჩაუდგება სათავეში.

როგორც ზემოთ ხსენებული წყარო იუწყება, 46 წლის სპეციალისტის წარდგენა მომავალ კვირას, შოტლანდიასთან და ესპანეთის ნაკრებებთან გასამართი მატჩის შემდეგ მოხდება. გადაწყვეტილება კი, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება შეიცვალოს, თუ ინგლისის ნაკრები შოტლანდიასთან უქულოდ დარჩება.

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე საკმაოდ კარგად თამაშობს და 7 ქულით, საკუთარ F-ჯგუფს ლიდერობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები