Aa Aa
22 სექტემბერი 2020  |  10:24

ყველა დროის რეკორდი - ჯოკოვიჩმა მასტერსებით ნადალს გადაასწრო

ნოვაკ ჯოკოვიჩმა მოგებული მასტერსების რაოდებობით რაფაელ ნადალს გადაასწრო და ყველა დროის რეკორდსმენთა სიაში ერთპიროვნული ლიდერია.

სერბმა ვარსკვლავმა რომის მასტერსის ფინალურ შეხვედრაში არგენტინელ დიეგო შვარცმანს 7:5; 6:3 მოუგო. შვარცმანმა ტურნირიდან სწორედ ნადალი გამოთიშა და ფინალიც კარგად დაიწყო, მაგრამ პირველ სეტში ორბრეიკიანი უპირატესობა ვერ შეინარჩუნა.

შედეგად, ჯოკოვიჩმა კონკრეტულად რომის ტურნირი მეხუთედ მოიგო, მასტერსის სერიის ტიტული კი 36-ედ მოიპოვა და, როგორც ვთქვით, ამ მხრივ ყველა დროის საუკეთესო შედეგი აქვს. ნადალი მას 1 ტიტულით ჩამორჩება, როჯერ ფედერერის აქტივში კი ამავე რანგის 28 ჩემპიონობაა.

„ნოლესთვის“ რომი ერთ-ერთი საყვარელი ტურნირია, მან ასევე ხუთჯერ ინდიან უელსსა და პარიზშიც გაიმარჯვა, 6-ჯერ კი ტიტული მაიამიში დაისაკუთრა.

კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი - მსოფლიო რეიტინგის ლიდერის რანგში, ჯოკოვიჩისთვის მიმდინარე კვირა 287-ეა, რითაც მან პიტ სამპრასს გადაასწრო და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. ყველა დროის რეკორდსმენმა ფედერერმა ATP-ის რეიტინგს ჯამურად 310 კვირის განმავლობაში ულიდერა.

საჩოგბურთო სამყარო, მათ შორის ნოვაკიც, „როლან გაროსისთვის“ ემზადება. პარიზის კორტებზე ტურნირის ძირითადი ბადის მატჩები 27 სექტემბრიდან დაიწყება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში