სიტი სევილიას 21 წლის მცველის შეძენასთან ახლოსაა
Aa
Aa

სიტი სევილიას 21 წლის მცველის შეძენასთან ახლოსაა

ესპანური AS-ის ცნობით, „მანჩესტერ სიტი“ „სევილიას“ 21 წლის მცველის იულეს კუნდეს შეძენასთან ახლოსაა.

წყაროს ცნობით, მხარეები მოლაპარაკებებს აწარმოებენ და როგორც ჩანს მალე შეთანხმებასაც მიაღწევენ. „ქალაქელები“ „დალაქებს“ 50 მილიონ ევროს გადაუხდიან და ტრანსფერი შედგება.

21 წლის ფეხბურთელი ანდალუსიელთა რიგებში გასულ სეზონში გამოჩნდა. „ბორდოდან“ „სევილიაში“ გადასვლის შემდეგ, კუნდემ ყურადღება მალევე მიიპყრო. ნიჭიერმა მცველმა ხულენ ლოპეტეგის გუნდში 40 მატჩის ჩატარება შეძლო და ძირითად შემადგენლობაში ადგილი მყარად დაიმკვიდრა.

როგორც ცნობილია, კუნდეს „ბარსელონაც“ აკვირდებოდა, თუმცა კატალონიელებს ფინანსების მხრივ დიდი პრობლემები აქვთ და საეჭვოა „სიტის“ კონკურენცია გაუწიონ, რადგან „ბარსა“ დეპაის სანაცვლოდ 30 მილიონსაც ვერ იხდის. აშკარაა, რომ ისინი კუნდეში 50 მილიონს ვერ გადაიხდიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები