Aa Aa
20 სექტემბერი 2020  |  10:18

ბოსტონმა მაიამი დაამარცხა და ფინალურ სერიაში ანგარიშში ჩამორჩენა შეამცირა

გამთენიისას NBA-ში აღმოსავლეთ კონფერენციის ფინალის მე-3 შეხვედრა გაიმართა. „ბოსტონმა“ „მაიამი“ 117:106 დაამარცხა და სერიაში ანგარიში 1:2 გახადა.

„ბოსტონმა“ პირველი მეოთხედი 31:22 მოიგო და შეხვედრაში სადავეები ხელიდან აღარ გაუშვია. პირველი სამი მეოთხედი „სელტიკსის“ კალათბურთელებმა მოიგეს და საქმე კითხვის ნიშნების გარეშე გააკეთეს.

ბოსტონელთა შორის ყველაზე მეტი 26 ქულა ჯეილენ ბრაუნმა ჩააგდო. ჯეისონ ტეიტუმმა 24 ქულა, 14 მოხსნა და 8 გადაცემა შეასრულა და გუნდს ულიდერა. 21 ქულა ჰქონდა კებმა უოკერს, ხოლო მარკუს სმარტს 20.

„მაიამის“ მხრიდან საუკეთესო ადებაიო გახლდათ - 27 ქულა და 16 მოხსნა. მოკრძალებული სტატისტიკა ჰქონდა ჯიმი ბატლერს - 17 ქულა, 8 მოხსნა და 3 გადაცემა.

სერიის მე-4 შეხვედრა 24 სექტემბერს გაიმართება. შეგახსენებთ, რომ დასავლეთ კონფერენციის ფინალში „ლეიკერსი“ „დენვერს“ 1:0-ს ამარცხებს.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში