ოფიციალურად - იანის ანტეტოკოუნმპო 2019-20 წლის სეზონის MVP გახდა
Aa
Aa

ოფიციალურად - იანის ანტეტოკოუნმპო 2019-20 წლის სეზონის MVP გახდა

ნაციონალურმა საკალათბურთო ასოციაციამ 2019-20 წლების საუკეთესო კალათბურთელად იანის ანტეტოკოუნმპო დაასახელა. ბერძენმა სუპერვარსკვლავმა ხმის მიცემის შედეგად 962 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე 753 ქულით ლებრონ ჯეიმსი გავიდა, ხოლო ჯეიმს ჰარდენი 367 ქულით მესამე იყო.

ანტეტოკოუნმპო NBA-ის ისტორიაში მესამე კალათბურთელია, რომელიც ერთ სეზონში MVP-დ და წლის საუკეთესო დამცველად დაასახელეს. იანისი ლეგენდარულ მაიკლ ჯორდანსა და ჰაკიმ ოლაჯუვონს შეუერთდა.

„გრიკ ფრიკი“ ლებრონ ჯეიმსისა და კარიმ აბდულ-ჯაბარის შემდეგ პირველია, ვინც 26 წლის შესრულებამდე რეგულარულის საუკეთესო კალათბურთელის ჯილდო მინიმუმ ორჯერ დაისაკუთრა.

ანტეტოკოუნმპომ 2019-20 წლების რეგულარული სეზონი ფენომენალურად ჩაატარა. იგი 30.4 წუთში საშუალოდ 29.5 ქულა, 13.6 მოხსნასა და 5.6 შედეგიან გადაცემას აგროვებდა. იანისი პარკეტიდან 55.3 პროცენტით, ხოლო პერიმეტრიდან 30.4 პროცენტით უტევდა. მისმა „მილუოკიმ“ კი რეგულარული 56 მოგებითა და 17 მარცხით დაასრულა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები