„ამ მომენტს დიდი ხნის განმავლობაში ველოდი" - ლივერპულმა ალკანტარა წარადგინა
„ლივერპულმა“ ტიაგო ალკანტარა წარადგინა. მერსისაიდელებმა ესპანელ ნახევარმცველს 4-წლიანი კონტრაქტი გაუფორმეს და იგი „წითლების“ რიგებში 6-ნომრიანი მაისურით იასპარეზებს.
„საოცარი შეგრძნებაა. ამ მომენტს დიდი ხნის განმავლობაში ველოდი. აქ ყოფნით ძალიან ბედნიერი ვარ. გადის წლები და ყოველთვის ცდილობ, რაც შეიძლება მეტი მოიგო და როცა იმარჯვებ, უფრო მეტი მოგების მოპოვება გინდება. ვფიქრობ, ლივერპული არის კლუბი, რომელიც იდეალურად აღმწერს. მინდა, რომ ყველა მიზანს მივაღწიო და რაც შეიძლება ბევრი ტიტული მოვიგო.
The moment you’ve all been waiting for…#ThiagoFriday ???? pic.twitter.com/s2tOCvnHta
— Liverpool FC (@LFC) September 18, 2020
კლუბის შიგნით ოჯახური ატმოსფეროა, რაც ჩემთვის აუცილებელია, რადგან ფეხბურთელებს მოსწონთ, როცა კლუბთან ახლო ურთიერთობა აქვთ. შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, საჭიროა, რომ გუნდთან ადაპტაცია, რაც შეიძლება სწრაფად გავიარო. დარწმუნებული ვარ, ლივერპულს, როგორც თავდასხმაში და დაცვაში, ისე ფსიქოლოგიური გადმოსახედიდანაც დავეხმარები.
გულშემატკივრები ჩემზე მეტად აღფრთოვანებულნი ნამდვილად ვერ იქნებიან. მოედანზე ჩემი თანაგუნდელებისთვის, ქომაგებისთვის და ლივერპულისთვის სულსა და გულს გავიღებ“, - განაცხადა ალკანტარამ კლუბის ოფიციალურ საიტთან საუბრისას.
???? THIAAAAAAGO, THIAGO ALCANTAAAAARA ????
— Liverpool FC (@LFC) September 18, 2020
Yes, @Thiago6 ???? pic.twitter.com/9QLPwWf0Kv
შეგახსენებთ, რომ ალკანტარამ „ლივერპულს“ „ბაიერნიდან“ მიაშურა. „წითლებმა“ მის სანაცვლად პირველ ეტაპზე 20 მილიონი გირვანქა სტერლინგი გადაიხადეს და ეს თანხა 27 მილიონ გირვანქა სტერლინგამდე გაიზრდება.