შენგელიას 10 ქულა 18 წუთში - ცსკა-მ გომელსკის თასი მოიგო
Aa
Aa

შენგელიას 10 ქულა 18 წუთში - ცსკა-მ გომელსკის თასი მოიგო

თორნიკე შენგელიას ცსკა გომელსკის თასის გამარჯვებული გახდა. „არმიელები“ ფინალურ შეხვედრაში „პარმას“ დაუპირისპირდნენ და მეტოქე 91:51 გაანადგურეს.

საქართველოს ნაკრების კაპიტანმა მატჩი ძირითად შემადგენლობაში დაიწყო და პარკეტზე 18 წუთ-ნახევარზე ოდნავ მეტი გაატარა. ამ დროში შენგელიამ აქტივში 10 ქულა, 3 მოხსნა, 3 შედეგიანი გადაცემა და 4 ჩაჭრა ჩაიწერა.

თოკო ჩაჭრების მხრივ ცსკა-ში საუკეთესო იყო. მან +/- -ის გრაფაში +19 დააფიქსირა, ხოლო მისი სარგებლიანობის კოეფიციენტი 8 გახლდათ. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 10-დან 5 ორქულიანი ჩააგდო და 1 სამიანი და 2 საჯარიმო გააცუდა.

ცსკა-მ გუნდური კალათბურთი აჩვენა და შენგელიას გარდა, 10-ქულიანი ნიშნული კიდევ 5-მა მოთამაშემ გადალახა. ყველაზე მეტი, 14 ქულა დარუნ ჰილიარდმა მიითვალა. მაიკ ჯეიმსი და ნიკიტა კურბანოვი 13-13 ქულით გამოირჩნენ. კლაიბერნმა და ბოლომბოიმ კი 11 და 12 ქულა დააგროვეს.

შეგახსენებთ, რომ შენგელია ცსკა-ს მაისურით პირველ ოფიციალურ შეხვედრას 23 სექტემბერს ჩაატარებს და VTB ლიგაზე ყაზახურ „ასტანას“ დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები