Aa
Aa

იუვე და ცენტრფორვარდები - პირლო 9 ნომრის შეძენას ითხოვს

იტალიური ვებგვერდი, Tuttomercatoweb „იუვენტუსის“ სამომავლო გეგმებზე წერს და აცხადებს, რომ „ბებერი ქალბატონის“ თავკაცს, ანდრეა პირლოს თავდამსხმელის გადაბირება სურს.

„ბიანკონერის“ მთავარი სამიზნე ლუის სუარესი გახლდათ, თუმცა „ელ პისტოლეროს“ „იუვეში“ გადასვლა გამოირიცხა და ტურინელები ალტერნატიულ ვარიანტებზე გადაერთნენ Tuttomercatoweb-ის ცნობით, ურუგვაელის უარის შემდეგ, „იუვენტუსი“ ედინ ჯეკოს მიუბრუნდა და „რომასთან“ მოლაპარაკებების დაჩქარებას აპირებს.

პირლოს ცენტრფორვარდის დამატება რაც შეიძლება სწრაფად სურს. La Repubblica კი წერს, რომ შესაძლოა, „იუვენტუსმა“ საბოლოო გადაწყვეტილება 29 სექტემბერს მიიღოს.

როგორც ირკვევა, ბევრი რამ მილიკის „რომაში“ ტრანსფერზეა დამოკიდებული. თუ პოლონელი „ჯალოროსის“ შეუერთდება, ჯეკოს „იუვეში“ გადასვლის შანსები ერთიორად გაიზრდება. იტალიური გამოცემების ცნობით, „იუვენტუსი“ ჟირუს კანდიდატურასაც განიხილავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები