„ლივერპული“ ჩირო იმობილეთი დაინტერესდა
Aa
Aa

„ლივერპული“ ჩირო იმობილეთი დაინტერესდა

როგორც იტალიელი საფეხბურთო ექსპერტის, ჯანლუკა დი მარციოს ოფიციალური საიტი იტყობინება, „ლივერპულს“ დორტმუნდის „ბორუსიას“ თავდამსხმელის, ჩირო იმობილეთი შეძენა სურს.

 

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ინგლისელებმა, გერმანულ კლუბთან 25 წლის იტალიელის თაობაზე მოლაპარაკებები უკვე გამართეს, თუმცა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

 

„ლივერპული“ იმობილეს, მარიო ბალოტელის შემცვლელად განიხილავს, რომელიც დიდი ალბათობით კლუბს მოახლოებული ზაფხულის სატრანსფერო პერიოდის დროს დატოვებს.

 

მიმდინარე გათამაშებაში ჩირო იმობილემ გერმანიის ჩემპიონატში 19 მატჩი ჩაატარა. მის ანგარიშზე კი 3 გატანილი გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები