Daily Mail:
Aa
Aa

Daily Mail: "მილტონი" გიგზს ეპატიჟება

ინგლისის პირველ ლიგაში (რანგით მე-3) მოასპარეზე "მილტონ დონსი" ლეგენდარულ უელსელ ფეხბურთელსა და უკვე მწვრთნელს რაიან გიგზს, თავის რიგებში იწვევს. 

Daily Mail-ის ინფორმაციით, "დონსის" ხელმძღვანელობას გუნდის გაძღოლისათვის ყველაზე კარგ ვარიანტად სწორედ გიგზის კანდიდატურა მიაჩნიათ და უახლოეს ხანში მასთან მოლაპარაკებების დაწყებას აპირებენ.

სხვათა შორის, "მილტონს" ინგლისში ერთ-ერთი გამორჩეული საფეხბურთო აკადემია აქვს. სწორედ აქ აიდგა ფეხი ამჟამად "ტოტენჰემისა" და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველმა დელე ალიმ.

რაც შეეხება 42 წლის გიგზს, მან სამწვრთნელო კარიერა 2014 წელს "მანჩესტერ იუნაიტედში" დაიწყო და ჯერ დავიდ მოიესის, ხოლო შემდეგ ლუი ვან გაალის ასისტენტი გახლდათ.

იმავე 2014 წელს კი, მოიესის გათავისუფლების შემდეგ, "წითელი ეშმაკების" დროებითი მწვრთნელის თანამდებობა ეკავა. 

 

მომზადებულია dailymail.co.uk-იხ მიხედვით

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები