ოფიციალურად: ბეილი
Aa
Aa

ოფიციალურად: ბეილი "რეალთან" გაახანგრძლივებს!

მადრიდის "რეალის" ოფიციალური საიტის ცნობით, უელსელი შემტევი გარეტ ბეილი, "სამეფო კლუბთან" კონტრაქტს 2022 წლის ზაფხულამდე გაახანგრძლივებს.

აღნიშნულ საკითხზე მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს. ოფიციალური პრესკონფერენცია კი, "სანტიაგო ბერნაბეუს" პრეს-ცენტრში ხვალ, 31 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 13:30 საათზე (თბილისის დროით 16:30) გაიმართება.

 

მომზადებულია realmadrid.com-ის მიხედვით

მსგავსი სიახლეები