Aa Aa
8 სექტემბერი 2020  |  20:38

ჯოშუა: „ფიურიმ მალე კარიერა უნდა დაასრულოს"

ბრიტანელმა მოკრივემ, ენტონი ჯოშუამ ტაისონ ფიურის შესახებ ისაუბრა. „ეიჯეიმ“ ინტერვიუ Sky Sports-ს მისცა და აღნიშნა, რომ ფიურისა და უაილდერის წინააღმდეგ ბრძოლის გასამართად მზადაა.

„ფიური პროფესიონალურ დონეზე გაცილებით დიდი ხანია ასპარეზობს ვიდრე მე და მან მალე კარიერის დასრულებაზე უნდა იფიქროს. თუ ტაისონს მემკვიდრეობის დატოვება სურს, მის წინააღმდეგ რინგზე გასვლისთვის მზად ვარ.

მე როგორც ფიურის, ისე უაილდერის წინააღმეგ ვიჩხუბებ. შეხედეთ ჩემს სტატისტიკას, დეონტეიზე და ტაისონზე უკეთესი მოკრივეების წინააღმდეგ მაქვს ბრძოლები გამართული და როცა მზად იქნებიან, მე აქ ვარ“.

შეგახსენებთ, რომ ჯოშუა IBF-ის, WBA-ისა და WBO-ს საჩემპიონო ქამრების მფლობელია და ტიტულების დაცვას კუბრატ პულევის წინააღმდეგ შეეცდება. ტაისონ ფიური კი, WBC-ის ქამარს ფლობს და მისი მომდევნო მეტოქე დეონტეი უაილდერი გახლავთ.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში