Aa Aa
7 სექტემბერი 2020  |  22:19

მსაჯს, რომელსაც ჯოკოვიჩმა ბურთი გაარტყა, სოციალურ ქსელებში სიკვდილით ემუქრებიან

US Open-ის უკანა ხაზის მსაჯს, ლაურა კლარკს, რომელსაც ნოვაკ ჯოკოვიჩმა ბურთი გაარტყა, სოციალურ ქსელებში შეურაცხყოფა მიაყენეს და სიკვდილით დაემუქრნენ. სერბი ჩოგბურთელის გულშემატკივრებმა კლარკის „ინსტაგრამ“ გვერდი აღმოაჩინეს და მას ამაზრზენი მესიჯები გაუგზავნეს.

ჯოკოვიჩის ქომაგებმა კომენტარები 2011 წლის შემდეგ გამოქვეყნებულ თითქმის ყველა პოსტზე დატოვეს და ლაურას „ავადმყოფი“ და „ალკოჰოლზე დამოკიდებული“ უწოდეს. პოსტზე, რომელიც ლაურას ტრაგიკულად დაღუპული შვილის ხსოვნას ეძღვნებოდა(25 წლის ასაკში ავარიაში მოყვა), „ინსტაგრამის“ ერთ-ერთმა მომხმარებელმა ასეთი შინაარსის კომენტარი დატოვა: „ნუ ღელავ, მას მალე შეუერთდები“.

შეგახსენებთ, რომ ნოვაკ ჯოკოვიჩი US Open-ის 1/8 ფინალში პაბლო კარენოს-ბუსტას უპირისპირდებოდა. სერბი ჩოგბურთელი პირველ სეტს ბრეიკით 5:6 აგებდა. საკუთარი მოწოდების წაგების შემდეგ ნოვაკმა ბურთი უკანა ხაზის მსაჯს ყელის არეში მოარტყა.

არბიტრი ძირს დავარდა და სუნთქვა შეეკრა, მაგრამ საბოლოო ჯამში, ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. ჯოკოვიჩი ამ ინციდენტის გამო ტურნირიდან მოხსნეს, ჩამოართვეს ყველა დაგროვებული ქულა და ფულადი ჯილდო, რომელიც მან ამერიკის ღია პირველობის მიმდინარეობისას გამოიმუშავა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში