Aa Aa
7 სექტემბერი 2020  |  01:57

ფული და სარეიტინგო ქულები - ჯოკოვიჩმა ყველაფერი დაკარგა

ნოვაკ ჯოკოვიჩი დისკვალიფიცირებულია. სერბი ჩოგბურთელი ამერიკის ღია პირველობიდან მოხსნეს, მიზეზი კი ხაზის მსაჯისთვის ყელის არეში ბურთის მოხვედრა გახდა.

გარდა იმისა, რომ ნოვაკი შემდეგ დიდ სლემს ვეღარ დაეუფლება, ამერიკის ჩოგბურთის ასოციაციამ სერბს სხვა სასჯელებიც გამოუძებნა. 

განცხადებაში ნათქვამია - "ის ქულები, რომელიც სერბმა ჩოგბურთელმა 2020 წლის ამერიკის ღია პირველობის დროს მოიპოვა ანულირდება. ასევე ჯოკოვიჩი ვერ მიიღებს იმ თანხას, რომელიც მან ტურნირის მიმდინარეობისას გამოიმუშავა."

33 წლის სპორტსმენს შესანიშნავი შანსი ჰქონდა, რომ კარიერაში მე-18 დიდი სლემის ტურნირი მოეგო. ნოვაკს მიმდინარე სეზონში არცერთი წაგება არ აქვს და შეიძლება ითქვას, რომ მიმდინარე წლის ამერიკის ღია პირველობაზე მას სერიოზული კონკურენტი არ ჰყავდა. რაფაელ ნადალმა მონაწილეობაზე უარი განაცხადა, ხოლო როჯერ ფედერერს კი ტრავმა აქვს.

კარენო ბუსტამ მომხდარ ინციდენტზე კომენტარი გააკეთა.

"არ დამინახავს რა მოხდა იმ მომენტში. მე ჩემს მწვრთნელს ვუყურებდი და ერთად აღვნიშნავდით მოპოვებულ ბრეიკს. როდესაც საუბარი ნოვაკის დისკვალიფიკაციაზე წავიდა ძალიან დავიძაბე. ეს პროცესი დიდ ხანს გაგრძელდა, ლაპარაკი კარგად არ მესმოდა, მაგრამ საბოლოოდ ჯოკოვიჩი ჩემთან მოვიდა, ხელი ჩამომართვა და შემდეგ ეტაპზე გასვლა მომილოცა. ვფიქრობ, რომ მსაჯებმა სწორი გადაწყვეტილება მიიღეს. წესი წესია და ის ყოველთვის უნდა შესრულდეს" 

ესპანელი ჩოგბურთელი მეოთხედფინალში, დენის შაპოვალოვსა და დავიდ გოფინს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

გაორმაგებული ჯეკპოტები მაგიდის თამაშებში

ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში