TyC Sports: მესიმ აზრი შეიცვალა - მისი დარჩენის შანსი 90%-ია
Aa
Aa

TyC Sports: მესიმ აზრი შეიცვალა - მისი დარჩენის შანსი 90%-ია

მესის ირგვლივ არსებული ვითარება აქტუალობას და ტემპერატურას არ კარგავს. გუშინ ღამით, ლეოს მამა ხორხე და ბართომეუ ერთმანეთს შეხვდნენ, თუმცა ვერაფერზე შეთანხმდნენ, რადგან „ბარსელონა“ ტრასფერზე კატეგორიულ უარს აცხადებს და არანაირი წინადადების განხილვას არ გეგმავს.

დღეს, TyC Sports-ის ცნობილმა ჟურნალისტმა მარტინ არევალომ საინტერესო ინფორმაცია გაავრცელა. ცნობისთვის, მან პირველმა დაწერა, რომ მესი ვარჯიშზე გამოცხადებას არ აპირებდა და ამით კლუბს მისი წასვლის თაობაზე აცნობებდა.

არევალო ამჯერად ამბობს, რომ მესიმ აზრი შეიცვალა და იმ ვარიანტზე დაფიქრდა, რომლის მიხედვითაც იგი კონტრაქტის ამოწურვამდე კლუბში დარჩება და მას 2021 წელს დატოვებს.

ჟურნალისტი წერს, რომ მესიმ დიდი შანსია ეს გადაწყვეტილება დღესვე გამოაცხადოს.

არევალო მესის დარჩენის შანსებს 90%-ით აფასებს და ამბობს, რომ „ლა პულგას“ კონტრაქტის ბოლომდე დარჩენის შესახებ გუნდის ლიდერებმა თხოვეს. ხსენებული ინფორმაცია წამყვანმა ევროპულმა გამოცემებმა აიტაცეს და ახლა ყველა ლეოს განცხადების მოლოდინშია.

თუ, ინფორმაცია გამართლდა და მესი კლუბში 2021 წლამდე დარჩა, შემდეგ იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით ნებისმიერ გუნდს შეუერთდება, მაგრამ საინტერესოა იმ დროს უკვე 34 წლის მესის ახალ გუნდში გადასვლა, ახალ პროექტთან ადაპტირება, რამდენად რეალური და ხელსაყრელი ნაბიჯი იქნება...

P.S. მესის "ბარსელონაში" კიდევ 1 წლით დარჩენის შესახებ ინფორმაციას ცნობილი ჟურნალისტი ტანკრედი პალმერიც ადასტურებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები