რამოსი: „გვინდა, რომ მესი დარჩეს. მისი მონაწილეობით კლასიკო ბევრად ლამაზია
Aa
Aa

რამოსი: „გვინდა, რომ მესი დარჩეს. მისი მონაწილეობით კლასიკო ბევრად ლამაზია"

მადრიდის „რეალის“ კაპიტანმა, სერხიო რამოსმა ლიონელ მესის გარშემო შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია დააფიქსირა. ესპანელმა მცველმა „ლა პულგას“ შესახებ „ლა როხას“ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა:

„მესის წასვლა არაა ის, რაც ჩვენ გვაღელვებს. მან დაიმსახურა, რომ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თავად მიიღოს, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ამისთვის საუკეთესო გზა აირჩია.

ესპანური ფეხბურთის, ბარსელონასა და ჩვენ გამო არ გვინდა, რომ მან კამპ ნოუ დატოვოს. მესი ლა ლიგასა და ბარსას უკეთესს ხდის და მისი მონაწილეობით გამართული კლასიკო ბევრად ლამაზია.

საუკეთესოების დამარცხება ყოველთვის სასიამოვნოა და ლეო მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. მას უფლება აქვს გადაწყვეტილება თავად, ყოველგვარი სპეკულაციების გარეშე მიიღოს და ვნახოთ რა მოხდება“.

შეგახსენებთ, რომ დღეს ლეო მესის მამა, ხორხე მესი, რომელიც ამავდროულად მისი აგენტი გახლავთ, ბარსელონაში ჩავიდა და უახლოეს საათებში „ბლაუგრანას“ პრეზიდენტს, ხოსეპ მარია ბარტომეუს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები