Aa Aa
31 აგვისტო 2020  |  17:18

ივან რაკიტიჩი სევილიაში დაბრუნდა

ივან რაკიტიჩი „სევილიაში“ დაბრუნდა. ესპანური Marca ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმადაც მხარეებმა ყველა დეტალზე მოილაპარაკეს და ხორვატი „ბარსელონას“ ტოვებს.

რაკიტიჩი ანდალუსიელებთან 3 წლიან კონტრაქტს გააფორმებს. იგი კლუბში სამედიცინო შემოწმებას დღეს გაივლის.

ჯერჯერობით სატრანსფერო ღირებულება არ სახელდება. თავდაპირველად საუბარი 10 მილიონ ევროზე იყო.

32 წლის ხორვატი ნახევარმცველი „სევილიაში“ 2011-2014 წლებში ასპარეზობდა, რის შემდეგაც კარიერა „ბარსელონაში“ განაგრძო.

ესპანური პრესა ვარაუდობს, რომ რაკიტიჩის შემდეგ გუნდს არტურო ვიდალიც დატოვებს. რონალდ კუმანი მათ ნაცვლად „ლივერპულიდან“ ჟორჟინიო ვაინალდუმის შეძენას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ივან რაკიტიჩმა „ბარსას“ მაისურით 310 შეხვედრა ჩაატარა, 35 გოლი გაიტანა და 42 საგოლე გადაცემა შეასრულა.

გაზიარება:

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

JetX ბორბალი კრისტალბეთზე!

მატჩების პროგნოზები

გაიმარტივე ფსონის დადება
ეს გვერდი უკეთ ჩანს მობილურ აპლიკაციაში