ქეცბაიას გუნდს 19 წლის ქართველი მეკარე დატოვებს
Aa
Aa

ქეცბაიას გუნდს 19 წლის ქართველი მეკარე დატოვებს

CrystalSport-ის ცნობით ''ანორთოსისს'' 19 წლის ქართველი მეკარე ლუკა მიქაია დატოვებს. პერსპექტიული ქართველი ფეხბურთელის გუნდიდან წასვლის ალბათობა ძალიან დიდია.თემურ ქეცბაიას გუნდში დიდი კონკურენციაა, საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელი გიორგი ლორია არამხოლოდ ''ანორთოსისში'', არამედ კვიპროსის ჩემპიონატში ნომერ პირველი მეკარეა. აქედან გამომდინარე მიქაიას თამაში არ უწევს. სათამაშო დროის პრობლემის გამო 19 წლის ნიჭიერი მეკარე გუნდს დაემშვიდობება.

2019 წლის ზაფხულში ლუკა მიქაიამ ქუთაისის ''ტორპედო'' დატოვა და კარიერა კვიპროსულ გუნდში გააგრძელა. ცხადია, ქეცბაიას გუნდში გატარებულმა დრომ მას დიდი გამოცდილება შესძინა, თუმცა უთამაშებლობის გამო სასურველ გუნდში თამაშს გეგმავს, სადაც სათამაშო დროის პრობლემა არ ექნება.

''ანორთოსისის'' მთავარ მწვრთნელს, თემურ ქეცბაიას ასისტენტობას სოსო ჭედია უწევს. გუნდში მიქაიას გარდა გიორგი ლორია, ბუბა დაუშვილი, ნიკა კაჭარავა და თორნიკე ოქრიაშვილი ირიცხებიან.

კვიპროსის ჩემპიონატის 2020-21 წლების სეზონის პირველ ტურში ''ანორთოსისმა'' ''ერმისი'' 3:1 დაამარცხა. მეორე ტურში ''ანორთოსისი'' სტუმრად, 28 აგვისტოს ''პაფოსს'' დაუპირისპირდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები