კლოპმა „ვესტ ჰემი“ უარით გაისტუმრა
Aa
Aa

კლოპმა „ვესტ ჰემი“ უარით გაისტუმრა

„The Mirror“-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „ვესტ ჰემის“ ხელმძღვანელობას საკუთარი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტზე, იურგენ კლოპის ხილვის ძალიან დიდი სურვილი აქვს. მათ გერმანელ სპეციალისტს წინადადებითაც მიმართეს, თუმცა კლოპმა ინგლისურ კლუბს კატეგორიული უარი განუცხადა.

 

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ინგლისური კლუბის ხელმღვანელობამ კლოპს გუნდის ჩაბარება მომდევნო სეზონიდან შესთავაზა, თუმცა მოვლენათა ასეთი განვითარება გერმანელი სპეციალისტის გეგმებში არ შედის.

 

შეგახსენებთ, რომ "ბორუსიამ" განცხადება რამდენიმე დღის წინ გაავრელა, რომლის მიხედვითაც იურგენ კლოპი დორტმუნდის „ბორუსიას“ მთავარი მწვრთნელის პოსტს სეზონის ბოლოს დატოვებს. უკანასკნელი ინფორმაციით კი, მის ნაცვლად გუნდს სათავეში ტომას ტუხელი ჩაუდგება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები