Aa
Aa

"ძალიან ღელავდა და იმედი გამიცრუა" - პსჟ-ს ექს-ფეხბურთელმა ნეიმარი გააკრიტიკა

პსჟ-ს ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა, ლორან ფურნიემ ჩემპიონთა ლიგის ფინალური მატჩი შეაფასა და აღნიშნა, რომ პარიზული გუნდის ლიდერებმა სათანადოდ ვერ ითამაშეს.

„ნეიმარისა და მბაპესგან გაცილებით მეტს ველოდი, ასევე ანხელ დი მარიასგანაც. მათთვის იდეალური მომენტი იყო, თავიანთი ამბიციები დაემტკიცებინათ, მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ რაღაც მნიშვნელოვანი აკლდათ.

ამ სამეულიდან ყველაზე მეტად იმედი გამიცრუა ნეიმარმა, რომელმაც ისეთივე დონეზე ვერ ითამაშა, როგორც „ლაიფციგთან“ და „ატალანტასთან“. მას წარუმატებლობის შეგრძნება სახეზე ეტყობოდა. მაგალითად, „ლაიფციგთან“ როცა ჯარიმას ასრულებდა, იღიმებოდა, „ბაიერნთან“ კი ასე არ იყო და პირველივე წუთებიდან დაძაბულად გამოიყურებოდა. ნორმალურია, რომ ფინალურ მატჩში ღელავდე, მაგრამ, როგორც ჩანს, მან საკუთარი თავი ზედმეტ წნეხში მოაქცია“.

ფურნიე, რომელსაც საფრანგეთის ნაკრებში 3 შეხვედრა აქვს ჩატარებული, პსჟ-ს რიგებში 1991-94 და 1995-98 წლებში თამაშობდა, 2005 წელს კი რამდენიმე თვის განმავლობაში მისი მთავარი მწვრთნელი გახლდათ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები