მეექვსე მსოფლიო ჩემპიონობა და ტიტულების რეკორდი! - ო'სალივანი ამ ასაკშიც შეუჩერებელია!
„მსოფლიო ჩემპიონობის მეშვიდედ მოპოვება ფანტასტიკური იქნებოდა“, - ასე ამბიციურად გამოეხმაურა მსოფლიო ჩემპიონობის მეექვსედ მოპოვებასა და სნუკერში ყველაზე მეტი ტიტულის მოგების რეკორდის დამხობას რონი ო’სალივანი.
44 წლის ლეგენდამ შეფილდში გამართულ მსოფლიო პირველობაზე სუპერდამაჯერებლად იასპარეზა და აღნიშნული ტიტული 7-წლიანი პაუზის შემდეგ მოიპოვა. ო’სალივანმა გათამაშების ფინალურ შეხვედრაში კირენ უილსონს დამაჯერებლად მოუგო და თამაში 9 ფრეიმით ადრე დაასრულა - 18:8.
2001 ????
— Eurosport UK (@Eurosport_UK) August 16, 2020
2004 ????
2008 ????
2012 ????
2013 ????
2020 ????@ronnieo147 is world champion for a sixth time after beating @KyrenWilson 18-8 in the final ????
???? Watch the World Snooker Championship final LIVE
???? Eurosport 1
???? Eurosport Player: https://t.co/Sn8W3dlGW1 pic.twitter.com/9lswXFTnRm
სნუკერის ინგლისელი სიმბოლო რეი რირდონის შემდეგ ყველაზე ასაკოვანი მსოფლიო ჩემპიონია. რირდონმა ანალოგიურ შედეგს 1978 წელს, 45 წლის ასაკში მიაღწია.
რაც შეეხება პროფესიონალური სნუკერის ტიტულების რეკორდს, ამიერიდან ისიც ო’სალივანისაა. მან პროფესიონალურ კარიერაში 37-ე ტურნირის ჩემპიონობა იზეიმა და სტეფ ჰენდრის რეკორდი გააუმჯობესა.
რონი ო’სალივანი მსოფლიო ჩემპიონი 2001; 2004; 2008; 2012; 2013 და 2020 წლებში გახდა. იგი ამ ტიტულის რაოდენობით ჩამორჩება მხოლოდ იმავე სტეფ ჰენდრის, რომელიც მსოფლიოს 7-გზის ჩემპიონია.