''დიდი ცვლილებების დროა'' - პიკე გუნდიდან წასვლისთვის მზადაა
Aa
Aa

''დიდი ცვლილებების დროა'' - პიკე გუნდიდან წასვლისთვის მზადაა

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში მიუნხენის ''ბაიერნმა'' კატალონიის ''ბარსელონა'' 8:2 გაანადგურა. კოშმარული მარცხის შემდეგ კატალონიური გრანდის ფეხბურთელმა ხერარდ პიკემ აღნიშნა, რომ კლუბში ცვლილებების დროა. ამ აზრს იზიარებს ''ბარსელონას'' პრეზიდენტი  ხოსე მარია ბართომეუ.

პიკე: ''წარუმატებლობის მიზეზები სიღრმისეულად უნდა გავიაზროთ. კლუბში დიდი ცვლილებების დროა. მე არ ვსაუბრობ მწვრთნელზე ან ფეხბურთელებზე... არ მინდა მარცხი ერთ კონკრეტულ პირს დავაბრალო და მას ხელი დავადო. ჩვენ გვჭირდება ცვლილებები სტრუქტურულ დონეზე.

მატჩის საწყის წუთებში კარგად გამოვიყურებოდით, მაგრამ შემდეგ მეტოქემ ყველა კომპონენტში გვაჯობა.

ვიცი, რომ ასეთი მარცხის შემდეგ მწვრთნელის მიმართ ნდობა მცირდება, მაგრამ ახლა მე ეს არ მაღელვებს. გუნდში ახალი სისხლის დროა, მე არ ვარ ხელშეუხებელი, რადგან შესაძლოა კლუბის აშენება ახალ საძირკველზე ჩემს გარეშე მოხდეს. თუ ჩემი გუნდიდან წასვლა საჭირო იქნება, ამ ნაბიჯის გადასადგმელად მზად ვარ.

ჩვენ ყველამ კლუბის ინტერესებიდან გამომდინარე უნდა ვიმოქმედოთ და ისეთი ნაბიჯები გადავდგათ, რაც კლუბის წარმატების მომტანი იქნება.''

ევროპული მედიის ცნობით კიკე სეტიენის გუნდიდან წასვლა გადაწყვეტილია. მატჩის შემდეგ ცნობილმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ დაწერა, რომ კლუბმა სეტიენის მოხსნის გადაწყვეტილება უკვე მიიღო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები