Aa
Aa

კრიზისი რაგბში - კლუბების განცხადება და მორიგი გადადგომა რაგბის კავშირში

რაგბის ოჯახში შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი სადაც შესულია 31 სარაგბო კლუბი.

ჯგუფის წევრებმა და მორაგბებმა რაგბის კავშირის ოფისში პრესკონფერენცია გამართეს და საზოგადოებას თავიანთი გეგმი წარუდგინეს.

საინიციატივო ჯგუფის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ.

როგორც თქვენთვის ცნობილია რაგბის კლუბების უმრავლესობა შესულია ღრმა ფინანსურ კრიზისში, რისი მთავარი მიზეზი არის  კლუბებზე გამოყოფილი მწირი რესურსი, რომელიც  2011 წლის შემდეგ არ გაზრდილა (მიუხედავად იმისა რომ 2 ჯერ გაიზარდა რაგბის კავშირის ბიუჯეტი ამ წლებში) .რაგბის კავშირის უმოქმედობამ აღნიშნული კრიზისი კიდევ უფრო გააღრმავა. დღეს შექმნილია სიტუაცია, როცა სახელმწიფოს მონაწილეობის გარეშე შეუძლებელია ამ კრიზისის დაძლევა.

რაგბის კავშირის უმოქმედობის გამო და იმ ვალების ფონზე(6 მილიონი ლარი) რაც მას გააჩნია, იძულებული გავხდით ივნისის თვიდან სარაგბო კლუბები შევკრებილიყავით ქართული რაგბის გადასარჩენად და ერთად შეგვემუშავებინა იმ ღონისძიებების ნუსხა, რომელთა განხორციელება ჩვენი აზრით დაგვეხმარება გადაუდებელი პრობლემების დაძლევაში.

აღნიშნული ღონისძიებები, წარვადგინეთ მთავრობის წარმომადგენლებთან. ყოფილი პრეზიდენტის გოჩა სხვანიძის გადადგომის შემდეგ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ გამოთქვა მზაობა ამ რთული სიტუაციის მოსაგვარებლად ფინანსური დახმარება გაეწია სარაგბო კლუბებისთვის. ასევე მიღებულ იქნა რეკომენდაცია შექმნილიყო კრიზისის მართვის ჯგუფი, რომელსაც კოლექტიურად უნდა ემართა რაგბის კავშირი, მოეგვარებია ჩემპიონატის განახლების საკითხი და მიეყვანა კავშირი პრეზიდენტის არჩევნებამდე, რომელიც გამგეობის გადაწყვეტილებით ჩატარდება ამა წლის დეკემბერში.

სამწუხაროდ დღევანდელი რაგბის კავშირის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის გიორგი გორგასლიძის  და არსებული მმართველი გუნდის მიერ სხვადასხვა მიზეზებით: 

  1. დღემდე არ შექმნილა ზემოაღნიშნული საბჭო;
  2. მიმდინარეობს ხელის შეშლა კლუბების აბსოლუტური უმრავლესობის მიერ წარდგენილი კანდიდატების საბჭოში შეყვანაზე;
  3. არის ულტიმატუმი რომ საბჭო თუ შეიქმნება არ უნდა მოხდეს  წინა განვლილი პერიოდის ხარჯთაღრიცხვის  შემოწმება .

გვინდა აღვნიშნოთ, რომ ყოველი დაკარგული დღე იწვევს აუნაზღაურებელ ზარალს ქართული რაგბისთვის და საბჭოს შექმნა არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი, რათა სწრაფად მოხდეს სახელმწიფოს მიერ კლუბებისთვის რესურსის გამოყოფა და რაც შეიძლება სწრაფად განახლდეს ჩემპიონატი. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ კიდევ უფრო შეგვიმცირდება რაგბში ჩართული ბავშვების ოდენობა. გაიზრდება ლიგის მოთამაშეების სხვა ქვეყნების  დაბალი დონის ლიგებში გადასვლის ან სულაც რაგბიდან წასვლის შემთხვევები. 

ჩვენ დიდი იმედი გვაქვს   რომ ქვეყანაში ერთერთი ყველაზე წარმატებული და პრიორიტეტული სპორტის გადარჩენა ერთიანი ძალებით შეგვიძლია და ამიტომ ვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას. ასევე გვინდა  ვთხოვოთ დახმარება ყველა იმ ადამიანს ვისაც  ეს ძალუძს და რაგბის  პრობლემები გულთან ახლოს მიაქვს.

აქვე დავსძენთ, რომ თუ ყველა კლუბში უახლოეს დღეებში არ აღდგება ვარჯიშები ისე, რომ მაქსიმუმ 26 სექტემბრამდე განახლდეს საქართველოს ჩემპიონატი, დაირღვევა მსოფლიო რაგბის რეკომენდაცია და სავარაუდოდ საქართველოს ნაკრები მოკლებულ იქნება შესაძლებლობას ეთამაშოს შოტლანდიის ნაკრებს და მას დამატებითი პრობლემები შეექმნება რუსეთთან გასამართ მატჩთან დაკავშირებით. 

გვინდა აღვნიშნოთ, რომ უკვე ძალიან მივუახლოვდით იმ ზღვარს, რომლის გადაკვეთის შემდეგაც რაგბის გადარჩენა და არსებულ სიმაღლეებზე დაბრუნებას დასჭირდება ათჯერ მეტი რესურსი და ენერგია ვიდრე დღეს არის საჭირო. 

ამ ყველაფერმა შესაძლოა საბოლოოდ გამოიწვიოს ეროვნული და ასაკობრივი ნაკრებების დასუსტება და უამრავი თაობის წვალებით მოტანილი სარაგბო რეპუტაციის გაქრობა საზოგადოებაში.

ასევე შესაძლოა გამოიწვიოს მსოფლიო სარაგბო რუკაზე საქართველოს სახელის გაქრობას, რაც წარმოუდგენელი დარტყმა იქნება ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაციისთვის.

ყოველივე ზემოღნიშნულიდან გამომდინარე გვაქვს მოთხოვნა რომ  სასწრაფოდ შეიქმნას ეს საბჭო და მოხდეს ამსაბჭოს მიერ პრემიერთან რათა ერთად გადავარჩინოთ ქართული რაგბი.”- ნათქვამია მიმართვაში

ალექსანდრე საკანდელიძე - საინიციატივო ჯგუფის წევრი

დავით ცხვედიანი - საინიციატივო ჯგუფის წევრი

განცხადებას ხელს 32 კლუბიდან 31 აწერს. ის ერთი გუნდი „ლელოა“ , რომლის დამფუძნებელი გამგეობის წევრია.

რამაზ ხარაზიშვილი - საინიციატივო ჯგუფის წევრი

ცოტახნისწინ კი გავრცელდა ინფორმაცია,რომ რაგბის კავშირის პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებლმა გიორგი გორგასლიძემ თანამდებობა დატოვა.  მისი განცხადებით, შექმნილ სიტუაციაში, მართვის შემოთავაზებულმა ფორმამ ვერ გაამართლა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები