Aa
Aa

გადაწყვეტილია - ჯოკოვიჩი US Open-ზე ითამაშებს!

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ წლევანდელ ამერიკულ ტურნირებში მონაწილეობას მიიღებს.

სერბმა ვარსკვლავმა ფართო საზოგადოებას თავისი გადაწყვეტილების შესახებ გუშინ ამცნო და აღნიშნა, რომ მისთვის არსებულ პირობებში ამერიკაში ჩასვლა და იქ თამაში იოლი გადასაწყვეტი არ იყო.

„ნოლე“ აშშ-ში 15 აგვისტოს გაფრინდება და პირველ რიგში, ნიუ იორკის მასტერსისთვის მოემზადება. გათამაშება 20 აგვისტოდან იწყება და მასში მონაწილეობას ნიკოლოზ ბასილაშვილიც მიიღებს.

ჯოკოვიჩი წლევანდელ US Open-ზე მთავარი კონკურენტების გარეშე იქნება - რაფა ნადალმა ტურნირზე ართამაში პირადი მიზეზებით ახსნა, როჯერ ფედერერი კი ტრავმას იშუშებს და კორტს 2021 წლიდან დაუბრუნდება. სამაგიეროდ, Wildcard-ი მიიღო და ძირითად ბადეში ითამაშებს „დიდი ოთხეულის“ კიდევ ერთი წარმომადგენელი, ენდი მარეი.

US Open-ის წლევანდელი გათამაშება 31 აგვისტოდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები