ათენის ოლიმპიადა: ზვიადაურის ბრწყინვალე გამარჯვება რუს მეტოქესთან
Aa
Aa

ათენის ოლიმპიადა: ზვიადაურის ბრწყინვალე გამარჯვება რუს მეტოქესთან

2004 წლის ათენის ოლიმპიურ თამაშებზე ზურაბ ზვიადაურმა ძიუდოში, 90 კგ. წონით კატეგორიაში ოქროს მედალი მოიპოვა. დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ზვიადაური პირველი ოლიმპიური ჩემპიონი გახდა.

ზვიადაურმა ათენში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და ამავდროულად პრინციპული შეხვედრა მერვედფინალში რუს ხასანბი ტაოვთან გამართა. ქართველმა მოგვერდი ბრწყინვალედ შეასრულა და ოთხწუთიანი ბრძოლა გამარჯვებით დაასრულა.

ზვიადაურმა აღნიშნულ ოლიმპიადაზე რუსი სპორტსმენის გარდა იტალიელი ფრანჩესკო ლეპრე, ფრანგი ფრედერიკ დემონფოკონი, ბრიტანელი უინსტონ გორდონი და იაპონელი ჰიროში იზუმი დაამარცხა.

ოლიმპიადის დასრულების შემდეგ ზვიადაურს სპორტის რაინდის ჯილდო (2014) და ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი (2018)  გადასცეს. ასევე, ზვიადაური ღირსების ორდენის კავალერია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები