Aa
Aa

დიდი მოლოდინი - ტაისონისა და ჯონსის სუპერჯახი გადაიდო

ლეგენდარული მაიკ ტაიონის რინგზე დაბრუნება კიდევ ორი თვით გადაიდო. „რკინის მაიკს“ 12 სექტემბერს როი ჯონსის წინააღმდეგ უნდა ეჩხუბა, მაგრამ ბრძოლა 28 ნოემბრისთვის გადაიდო.

„ბრძოლის თარიღის შეცვლა ხალხს მისცემს უფრო მეტ შესაძლებლობას, რათა კრივის ისტორიაში უდიდესი დაბრუნება ნახოს“, - ტაისონმა საკითხზე მოკლე კომენტარი გააკეთა.

54 წლის ტაისონი რიგნზე 2005 წლის შემდეგ აღარ გასულა, 51 წლის ჯონსმა კი ბოლოს 2018 წლის თებერვალში იჩხუბა და სკოტ სიგმონი დაამარცხა კიდეც. ჯონსს კარიერაში გამართული 75 ბრძოლიდან 66 თავის სასარგებლოდ აქვს დასრულებული.

ტაისონი და როი ჯონსი რინგზე მოკრივის ქუდის გარეშე გავლენ და 12-უნციანი ხელთათმანებით იხუბებენ. რინგს მიღმა არ იქნებიან ქულების მთვლელი მსაჯები, ასე რომ, თუ რომელიმე მოკრივემ ნოკაუტი ან ტექნიკური ნოკაუტი არ გაიფორმა, გამარჯვებული არ გვეყოლება. საგამოფენო სახის ბრძოლა 8-რაუნდიანი იქნება და 28 ნოემბერს კალიფორნიაში ჩატარდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები