Aa
Aa

NBA-ს ისტორიაში მეორე! - მფრინავი ლილარდი ფანტასტიკურ თამაშს აგრძელებს

დამიენ ლილარდი ფანტასტიკურ თამაშს აგრძელებს, რასაც დღეს NBA-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგის დამყარებაც დაერთო.

„პორტლენდის“ ლიდერმა „დალასის“ წინააღმდეგ 61 ქულა მიითვალა, მისმა გუნდმა კი მეტოქეს 134:131 მოუგო და ფლეი-ოფის ზონაში „მემფისს“ ადგილი ჩამოართვა.

მიმდინარე სეზონში მესამედ მოხდა, როცა ლილარდმა ერთ მატჩში 60 ან მეტი ქულა მიითვალა. NBA-ს ისტორიაში ამიერიდან ორი მოთამაშეა, რომელმაც ერთ სეზონში 60+ შეხვედრა მინიმუმ 3-ჯერ ჩაატარა. უილტ ჩემბერლენმა 1961-62 წლების სეზონში მსგავსი შედეგით 15 თამაში დაასრულა, 1962-63 წლებში კი - 9.

ლილარდმა გუშინდელ მატჩში პარკეტზე 41 წუთზე ოდნავ მეტი გაატარა და 61 ქულას, 5 მოხსნა და 8 შედეგიანი გადაცემაც მიამატა. შეგახსენებთ, მან წინა შეხვედრაში 51 ქულა ჩააგდო. კარგი თამაში ჰქონდა კარმელო ენტონისაც, რომელიც პორტლენდელებს 26 ქულით, 8 მოხსნითა და 2 ასისტით შეეწია.

„პორტლენდმა“ 34 გამარჯვება მოაგროვა და აღმოსავლეთ კონფერენციის მე-8, საპლეიოფო ადგილზე აინაცვლა. ის „მემფისსა“ და „ფინიქსს“ 1 მოგებით უსწრებს, თუმცა ორივე ამ გუნდს თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.

შემდეგ სათამაშო დღეს „პორტლენდი“ „ბრუკლინს“ შეხვდება, „ფინიქსი“ „დალასს“ გაეჯიბრება, ხოლო „მემფისის“ მეტოქე „მილუოკი“ იქნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები