Aa
Aa

იანისი სკანდალში - მეტოქეს თავი ჩაარტყა და გააძევეს

დღეს გამთენიისას გამართულ „ვაშინგტონისა“ და „მილუოკის“ მატჩში უსიამოვნო ინციდენტი მოხდა. იანის ანტეტოკუნმპომ ვაშინგტონელთა კალათბურთელ მორიც ვაგნერს თავი ჩაარტყა და პარკეტიდან გააძევეს.

მეორე მეოთხედის მიმდინარეობისას, ანტეტოკუნმპოსა და მორიც ვაგნერს შორის სიტუაცია დაიძაბა, რასაც შელაპარაკება და ბერძენი ვარსკვლავის მხრიდან მეტოქისთვის თავის ჩარტყმა მოჰყვა.

მსაჯებმა იანისის გაძევების გადაწყვეტილება უყოყმანოდ მიიღეს, შედეგად „მილუოკის“ თითქმის 3 მეოთხედის ჩატარება თავისი ლიდერის გარეშე მოუწია.

ამის მიუხედავად, „ბაქსმა“, რომელიც ბერძენის გაძევების მომენტში 10 ქულით იგებდა, საქმე გამარჯვებამდე მაინც მიიყვანა და დედაქალაქელებს 126:113 აჯობა.

ანტეტოკუნმპო პარკეტიდან კარიერაში მეოთხედ მიაბრძანეს. ბოლოს ეს 2018 წლის 1-ელ აპრილს „დენვერთან“ მატჩისას მოხდა.

„ბაქსი“ აღმოსავლეთ კონფერენციას 56 მოგებით ლიდერობს. გუნდი შემდეგ შეხვედრას „მემფისის“ წინააღმდეგ 13 აგვისტოს გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები