რუსეთის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა მსაჯი სცემა
Aa
Aa

რუსეთის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა მსაჯი სცემა

''ზენიტის'', მოსკოვის ''სპარტაკისა'' და ''კრასნოდარის'' ექს-ფეხბურთელმა, 39 წლის რომან შიროკოვმა სამოყვარულო ტურნირის შეხვედრაში მთავარი მსაჯი სცემა.

არბიტრი ნიკიტა დანჩენკო სიტყვიერი კამათის გამო მოთამაშისთვის წითელი ბარათის ჩვენებას გეგმავდა, რის გამოც რუსეთის ეროვნული გუნდის ყოფილი ფეხბურთელი მსაჯს ფიზიკურად გაუსწორდა. მთავარი მსაჯი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს და ნაკერები დაადეს.

რომან შიროკოვი ცნობილი რუსი ფეხბურთელია. 2008-16 წლებში რუსეთის ეროვნულ ნაკრებში 56 მატჩში 13 გოლი გაიტანა. პროფესიული კარიერა 2016 წელს მოსკოვის ცსკა-ში დაასრულა. ამჟამად რუსეთის სამოყვარულო ლიგაში ასპარეზობს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები