„კლუბები კმაყოფილები არიან“ - ინფანტინო მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატზე
მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ფინალამდე ერთი დღე რჩება - გადამწყვეტ მატჩში ერთმანეთს „ჩელსი“ და პსჟ დაუპირისპირდებიან, დღეს კი ფიფას პრეზიდენტმა, ჯანი ინფანტინომ ტურნირის შედეგები შეაჯამა.
„რას ვუპასუხებდი კრიტიკოსებს, რომლებსაც მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატის ახალი ფორმატი არ მოსწონთ? კლუბები კმაყოფილები არიან.
ყველანაირ აზრს პატივს ვცემთ და ზოგიერთს ვითვალისწინებთ კიდეც, მაგრამ მე, როგორც პრეზიდენტი, ვიცავ იმას, რასაც ფიფა აკეთებს.
ამ ტურნირით 2 მილიარდ დოლარზე მეტი ვიშოვეთ - ეს თითოეული მატჩისთვის 31 მილიონი დოლარია. ამასთან ახლოს ვერც ერთი ტურნირი ვერ მივა. ეს უდიდესი წარმატებაა“.
შეგახსენებთ, რომ მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი ახალი ფორმატით წელს პირველად ტარდება. ტურნირში, რომელსაც აშშ მასპინძლობს, 32 კლუბი მონაწილეობდა.