Aa
Aa
7 აგვისტო 2020  |  15:09

ჰოიბერგის ტრანსფერზე ტოტენჰემი საუთჰემპტონს შეუთანხმდა

‘‘საუთჰემპტონის’’ ფეხბურთელი პიერ-ემილ ჰოიბერგი კარიერას ჟოზე მოურინიოს ‘‘ტოტენჰემში’’ გააგრძელებს. ბიბისის ცნობით საწყის ეტაპზე ‘‘დეზები’’ 25 წლის ნახევარმცველის სანაცვლოდ 15 მილიონ ფუნტ სტერლინგს იხდიდნენ. მოლაპარაკების მიმდინარეობისას სატრანსფერო თანხა 10 მილიონით გაიზარდა და კლუბებმა შეთანხმებას მიაღწიეს.

დანიელის გადაბირება ‘‘ევერტონსაც’’ სურდა, თუმცა სკანდინავიელმა არჩევანი ჩრდილოლონდონური კლუბის სასარგებლოდ გააკეთა.

მიუნხენის ‘‘ბაიერნის’’ ექს-ფეხბურთელი ‘‘საუთჰემპტონში’’ 2016 წლიდან ასპარეზობდა. მან პრემიერ ლიგაში ჩატარებულ 109 შეხვედრაში 4 გოლი შეაგდო და 4 საგოლე პასი შეასრულა.

ჰოიბერგს ‘‘წმინდანებთან’’ კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებდა, თუმცა ახალ სეზონში ‘‘დეზებისთვის’’ ითამაშებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები